გახარიას პარტიის ყოფილი წევრი: ჩვენთვის გადამწყვეტი გამოდგა ის ფაქტი, რომ გახარიამ კახი კალაძეს კანდიდატურა დაუყენა

“აშკარაა, რომ გახარიასა და “ნაცების” გზები იკვეთება, ჩვენთვის გადამწყვეტი გამოდგა ის ფაქტი, რომ გახარიამ კახი კალაძეს დაუყენა კანდიდატურა და ამით “ნაცმოძრაობის” წისქვილზე დაასხა წყალი”, – ამის შესახებ გიორგი გახარიას პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა განაცხადა.

ამირდონ ბაბლუანის განცხადებით, პარტიას ასევე მისი ოჯახის წევრებიც ტოვებენ.

“დღეს მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ გახარიას პარტია. საზოგადოებას მინდა, მცირე განმარტებით მივმართო. ჩვენ ამ პარტიაში გავწევრიანდით ორი მიზეზის გამო – ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ გახარია სრულ წინააღმდეგობაში იქნებოდა ,,ნაციონალურ მოძრაობასთან,, და ის არასოდეს დაუპირისპირდებოდა რეჟიმისგან ქვეყნის განმათავისუფლებელს, ბიძინა ივანიშვილს. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ჩემი ოჯახისა და ჩემთვის არის უკიდურესად მიუღებელი. აშკარაა, რომ გახარიას და ,,ნაცების,, გზები იკვეთება, ჩვენთვის გადამწყვეტი გამოდგა ის ფაქტი, რომ გახარიამ კახი კალაძეს დაუყენა კანდიდატურა და ამით ,,ნაცმოძრაობის,, წისქვილზე დაასხა წყალი. შეიძლება, ბევრ ადამიანზე ვიყო განაწყენებული, მაგრამ ,,ნაციონალურ მოძრაობასა,, და მათ მოკავშირეებთან ჩვენ არაფერი გვესაქმება”, – წერს გახარიას ყოფილი თანაგუნდელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები