„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, უმრავლესობის წევრებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

მათივე ცნობით, სხდომაზე საპარლამენტო ფრაქციამ „ქართული ოცნება“ მხარი დაუჭირა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებად რატი იონათამიშვილის და გიორგი კახიანის არჩევის საკითხს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები