ირაკლი ლატარია: როგორ არ გამეცინოს ახლა ამაზე, ყოველდღე ახალ-ახალ ოფისებს ქმნით და სადმე მონიტორი თუ გარახუნდა ეგრევე ხელისუფლებას აბრალებთ?
ექსპერტი ირაკლი ლატარია ტელეკომპანია ,,პირველის’’ მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ თითქოს მათ ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა.
,,ტვ პირველმა განაცხადა, რომ არხის ცენტრალურ სერვერს პრობლემები შეექმნაო, სავარაუდოდ ამასაც ხელისუფლებას დააბრალებენ. როგორ არ გამეცინოს ახლა ამაზე, ყოველ დღე ახალ – ახალ გადაცემებს ამატებთ, ახალ ახალ ოფისებს ქმნით, ახალ ახალ ფეიკებით შემოდიხართ საზოგადოებაში, სულ ახალი და ახალიო გაჰკივით და სადმე მონიტორი თუ გარახუნდა ეგრევე ხელისუფლებას აბრალებთ? კი მაგრამ წინ და წინ რომ მიდიხართ მაგას რატომ არ აწერთ ხელისუფლებასა და დემოკრატიას? თუ მხოლოდ და მხოლოდ სადმე, რომელიმე კომპიუტერის მაუსს ელემენტი თუ დაუჯდა აუცილებლად ეგ არის მთავრობის ხელი? სერვერები გადაიტვირთებოდა აბა რას იზამდა? რაც იქ ინდური სერიალების სცენარები იყო გადაკეთებულ / გადმოკეთებული .’’ წერს ლატარია facebook – ზე.