შალვა პაპუაშვილი – მეყანწიშვილის აღიარებაზე: ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთი ხელით იმართება ის ეკონომიკური დივერსია, რომელიც ხორციელდება ქართველი ხალხის წინააღმდეგ

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთი ხელით იმართება ის ეკონომიკური დივერსია, რომელიც დღეს ხორციელდება ქართველი ხალხის წინააღმდეგ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მეყანწიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესები იმართება ერთი ხელით და ვხედავთ, რომ პრორუსი და პროევროპელი, ყველა აღმოჩნდა ანტიქართველი.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთი ხელით იმართება ის ეკონომიკური დივერსია, რომელიც დღეს ხორციელდება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როდესაც ისტორიაში ყველაზე დიდ ინვესტიციას, რომელსაც არ აქვს არანაირი რაიმე ნაკლი და ინვესტიცია, რომელიც მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდას მოიტანს, რომ ამ ინვესტიციის წინააღმდეგ მოაწყონ ეკონომიკური დივერსია. იმართება ერთი ხელით და ვხედავთ ჩვენ, რომ პრორუსი და პროევროპელი, ყველა აღმოჩნდა ანტიქართველი. აი ეს არის მთავარი საკითხი, რაც საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს. როდესაც ერთიანდებიან ერთმანეთის მიმართ ვითომ ანტაგონისტური ძალები, ერთი მეორეს პრორუსს რომ ეძახის და მეორე პროევროპელს, ამაზე მიდის მთელი კონფლიქტი და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ არამხოლოდ საერთო დღის წესრიგი აქვთ, არამედ აქვთ საერთო ფინანსები. ეს აჩვენებს, რომ ეს არის გარედან მართული ერთიანი კოორდინირებული თავდასხმა და ეკონომიკური დივერსია საქართველოზე, ქართველ ხალხზე, მის ინტერესებზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციის აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი ადასტურებს, რომ მიმდინარე აქციებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აფინანსებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები