პაპუაშვილი – ლომჯარიაზე: როდესაც სახალხო დამცველის ვადა ამოეწურა, ჩამოაყალიბა „ენჯეო“ და მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბ დასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად

,,როდესაც ლომჯარიას სახალხო დამცველის ვადა ამოეწურა, ჩამოაყალიბა „ენჯეო“ და მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბ დასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად, შემდეგ ეს დაფინანსება გამოიყენა საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირდაპირ ჩანს ვინ უკვეთავს მუსიკას და ვინ არიან ის მუსიკოსები, რომლებიც მუსიკას ასრულებენ.

„სააკაშვილის მოწამვლიდან, აქციის მონაწილეების მოწამვლამდე, ხედავთ ორ ყალბ კამპანიას. ეს ადამიანები ქიმიასთან რომ მარცხდებიან, ვხედავთ, ჯობია სხვა გზას დაადგნენ. ნობელის ლაურიანტები ჩამოვიყვანეთო, ამას გვეუბნებოდნენ, დაგვადგა მთელი ბრიუსელი, ელჩები მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან და უთხრეს, ადამიანი კვდება, თქვენ მოწამლეთ და ახლა ჩვენ გადმოგვეცითო. ასეთ სიყალბეს ვუყურებდით ასე მშვიდად. პირდაპირ თვალში გვიყურებდა ბრიუსელი, ელჩები და გვატყუებდნენ, რომ სააკაშვილი მოწამლეს, მას ტანჯავენ, ზელენსკი გამოვიდა და ცხარე ცრემლები ღვარა, რომ როგორ აწამებენ სააკაშვილს ციხეში, მაია სანდუს წელიწადში ერთხელ რომ გავახსენდებით, გამოვიდა და იმანაც ცრემლები ღვარა სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტებს ალაპარაკეს ტყუილები.

მაშინ იყო მთელი კამპანია და სახალხო დამცველმა დადო ყალბი დასკვნა, რომ თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისეთი, რომ არის სამართლებრივი მოცემულობა, რომ მოხდეს მისი პატიმრობის გადავადება. ეს ყალბი დასკვნა აიღო ევროკავშირის ელჩმა, ამ ყალბი დასკვნით დიპლომატიური დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრა, რომ სააკაშვილი გადაეცათ ევროპაში, იმიტომ რომ კვდებაო. რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო აბსოლუტური აფერისტობა რაც ვნახეთ ევროპელების დაფინანსებული „ენჯეობის“ მხრიდან.

როდესაც მაშინდელ სახალხო დამცველს ვადა ამოეწურა, ჩამოაყალიბა „ენჯეო“, არ გასულა რამდენიმე კვირაც, მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბ დასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად, შემდეგ ეს დაფინანსება გამოიყენა საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. პირდაპირ ჩანს ვინ უკვეთავს მუსიკას და ვინ არიან ის მუსიკოსები, რომლებიც მუსიკას ასრულებენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები