“ბიძინა ივანიშვილი როდესაც დაბრუნდა პოლიტიკაში და არჩეულ იქნა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ, პარტიის ყრილობაზე დასმული აქცენტები, მათ შორის, ეხებოდა კორუფციის საკითხებს” – პაპუაშვილი
“ბიძინა ივანიშვილი როდესაც დაბრუნდა პოლიტიკაში და არჩეულ იქნა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ, პარტიის ყრილობაზე დასმული აქცენტები, მათ შორის, ეხებოდა კორუფციის საკითხებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
„ფაქტი, რომ კორუფციული შემთხვევების გამოვლენა ხდება და სამართალდამცავი უწყებები არ ერიდებიან პოლიტიკურ თანამდებობებს, ადასტურებს, ერთი მხრივ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მოურიდებლობაზე. მეორე მხრივ, ეს აჩვენებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ დამოკიდებულება სერიოზულია.
ჩვენ ვხედავთ და გამოძიების მიხედვით, როგორც ჩანს, არის გარკვეული მტკიცებულებები, რომ რადიკალური ოპოზიციის მედიაც კი შერჩევით გაშუქებას აწარმოებდა და შეკრული იყო სხვადასხვა ჯგუფებთან. რადიკალური ოპოზიცია როდესაც ვერ ასრულებს იმ როლს, რასაც ჰქვია რეალური ოპონირება, მნიშვნელოვანია, რომ თავად გუნდი იყოს თვითკრიტიკული. იყოს კონცენტრირებული, რომ რაიმე მანკიერი გამოვლინება გუნდში არ იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.