საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ქართულ დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიქაია მასპინძლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი თურქ კოლეგასთან ორმხრივ ფორმატში შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც განხილული იქნება ქვეყნებს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა, მისი გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

გარდა ამისა, გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებსაც ეწვევა და ადგილზე გაეცნობა მათ სამუშაო სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები