პაპუაშვილი – გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე: სამართალდამცავი უწყებები მომართულნი არიან იმისკენ, რომ პოლიტიკურ თანამდებობას მნიშვნელობა არ ჰქონდეს

“რაზეც ისაუბრა გენერალურმა პროკურორმა, ერთ საინტერესო დეტალზე მიუთითებს, რომ, როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„როდესაც ხელისუფლება საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამას ვგულისხმობთ კიდეც. სამართალდამცავი უწყებები მომართულნი არიან იმისკენ, რომ პოლიტიკურ თანამდებობას მნიშვნელობა არ ჰქონდეს. პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქმედებენ ძალიან აქტიურად იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა შესაძლო კორუფციული ფაქტი. გენერალურმა პროკურორმა დეტალურად ისაუბრა იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილია, შესაბამისად, შინაარსობრივ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაზეც ისაუბრა გენერალურმა პროკურორმა ერთ საინტერესო დეტალზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია. მე ამაზე დავფიქრდებოდი, თუ რასთან გვქონდა საქმე. როგორც ჩანს, პროპაგანდისტული მედიაც შეთანხმებული იყო ასეთ დროს იმისთვის, რომ შესაბამისი მედია გაშუქება ჰქონოდა, ან არ ჰქონოდა რაღაც საკითხებს. იმედია უფრო მეტ დეტალს გავიგებთ ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები