დავით ქართველიშვილი: ნოდარიკომ შემოგვთავაზა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მამხილებელი “პიესა”, რომელიც მოგვითხრობდა ქვეყანაში 2011 წელს მიმდინარე ტოტალური უკანონო მოსმენების მანკიერ პრაქტიკაზე

,,არც დღევანდელი “პრემიერა” გამოირჩეოდა ორიგინალურობით – ის იგივე თემას აშუქებდა: 2011 წლის უკანონო მოსმენებს, რომელსაც აწარმოებდა “ქართუ ბანკში” ჩანერგილი, ივანე მერაბიშვილის აგენტი გიგა ჩრდილელი. ჟურნალისტის გახმოვანება აცდენილი იყო აუდიო ჩანაწერების ტექსტს, და ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენი ასეული ჩამონტაჟებული ეპიზოდების “ერთობლიობას” წარმოადგენს”,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია ,,პირველში’’ გასულ სიუჟეტს, რომელიც 13 წლის წინ უკანონოდ არის მოპოვებული.

“ბროდვეის” სცენასა და რეპერტუარზე პრეტენზიის მქონე ტვ პირველის იაფფასიანი თეატრი სეზონის “გრანდიოზულ” გახსნას რომ გპირდება აქამდე “არნახული” პრემიერით, თუმცა იგივე უნიჭო დამდგმელი რეჟისორით, როგორც ირკვევა, მოძველებული პიესით და არაადეკვატური შემსრულებლებით – აი ასეთად წარსდგა დღეს მაყურებლის წინაშე “უეჭველი ნოდარა” მელაძის მორიგი გადაცემა. წინა წარმოდგენაში, რომელშიც 170 ჩამონტაჟებული ფრაგმენტი აღმოაჩინა საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამსახურმა – ნოდარიკომ შემოგვთავაზა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მამხილებელი “პიესა”, რომელიც მოგვითხრობდა ქვეყანაში 2011 წელს მიმდინარე ტოტალური უკანონო მოსმენების მანკიერ პრაქტიკაზე. არც დღევანდელი “პრემიერა” გამოირჩეოდა ორიგინალურობით – ის იგივე თემას აშუქებდა: 2011 წლის უკანონო მოსმენებს, რომელსაც აწარმოებდა “ქართუ ბანკში” ჩანერგილი, ივანე მერაბიშვილის აგენტი გიგა ჩრდილელი. მართალია ამჟამად შემოთავაზებულ “ლიბრეტოში“, ჟურნალისტების გახმოვანება აცდენილი იყო აუდიო ჩანაწერების ტექსტს, და ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენი ასეული ჩამონტაჟებული ეპიზოდების “ერთობლიობას” წარმოადგენს – ფაქტი კვლავ ჯიუტია. მორიგი სპექტაკლი ჩაიშალა – გარდა იმ ნაწილისა, რომელიც კვლავინდებურად სააკაშვილის რეჟიმის მორიგ მხილებას წარმოადგენს. და ეგეთი იდიოტები რატომ არიან – რიტორიკულ კითხვას მივაკუთვნოთ”, – წერს facebook – ზე დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები