ანდრია გვიდიანი: თუ ჩანაწერი 13 წლის წინანდელია, “ნაცმოძრაობას” ჰქონდა ჩაწერილი და 2012 წელს გამარჯვება ყველაფრის ფასად რომ ჰქონდათ გადაწყვეტილი მაშინ არ გამოიყენეს? ცოტა ალოგიკურია
“წყალწაღებული ხავსს რომ ეჭიდება, დაახლოებით ისეთივე დღეშია მთელი ოპოზიცია თავიანთი ტელევიზიით”,- ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.
“წყალწაღებული ხავსს რომ ეჭიდება, დაახლოებით ისეთივე დღეშია მთელი ოპოზიცია თავიანთი ტელევიზიით. ამჯერად, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგდებული მერაბიშვილის აგენტი, გიგა ჩრდილელი გამოიყენეს და რაღაც ბოდვა გაასაჯაროვეს. თითქოს სკანდალი, რომელიც “ნაცმოძრაობის დროს” არის ჩაწერილი.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავიანთივე სიუჟეტიც ვერ დაგეგმეს წესიერად. სკანდალურობის და უნიჭო დრამატურგიის იმხელა სურვილი აქვთ, ამბავს წესიერად კი არ ყვებიან, დაყენებული ტონით სპეციალურად შერჩეული ფრაზებით და არაადეკვატური ენერგეტიკით ყვებიან სრულ ბოდვას.
თან თავიანთ აბლაბუდაში ეხვევიან და საერთოდ ავიწყდებათ ტყუილი როგორი ფორმით უნდა მოყვნენ. ჯერ თავად ამბობენ, რომ ჩანაწერები 13 წლის წინანდელია, მერე 2 წუთში რაღაც VIP ნომრების დაცულობაზე ლაპარაკობენ და თითქოს ვიღაც სუსიდან ეუბნება, რომ ეს ნომრები წაიშალა და ბიძინა ივანიშვილის ლაპარაკი შემთხვევით ჩაიწერა.
თავიანთივე ლოგიკასაც რომ გავყვეთ, თუ ჩანაწერი 13 წლის წინანდელია, რა გამოდის, ეს ჩანაწერი “ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა ჩაწერილი და 2012 წელს გამარჯვება ყველაფრის ფასად რომ ჰქონდათ გადაწყვეტილი მაშინ არ გამოიყენეს? ცოტა ალოგიკურია ეს, ხო? შესაბამისად, ეს ფაქტორი პირდაპირ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს იაფფასიან “ფეიკ ნიუსთან”. მით უმეტეს, ყველას კარგად მოგვეხსენება ასეთი ფეიკები არაერთხელ გაუკეთებიათ და პრინციპში მაგის მეტი არც არაფერი იციან.
P.S. – და მაინც, სულ ტყუილად იღლით თავს, ხალხი კარგად არჩევს სიცრუეს სიმართლისგან. რაც არ უნდა მოიფიქროთ, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ მაინც არაფერი გეშველებათ მაინც – ეს კარგად გახსოვდეთ. სულ იქნებით პოლიტიკურ სანაგვეზე და ამას ვერაფერი შეცვლის”,- წერს გვიდიანი.
გვიდიანი, სტატუსი