გრიგოლ ვაშაძე: არ მგონია, „ნაცმოძრაობის“ მიერ დოკუმენტზე ხელმოწერამ რამე გამოასწოროს

“გულისტკივილით გეუბნებით, ის, რაც უნდა გაკეთებულიყო 8 თვის წინ, ახლა გაკეთდა”, – ასე შეაფასა „მესამე ძალის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა.

ვაშაძეს ეჭვი ეპარება, რომ მმართველი გუნდი შეთანხმებას დაუბრუნდეს.

„ამ 8 თვის განმავლობაში მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია. ვინც დააგვიანა და ვინც ეს გამოიყენა საბაბად, რომ ნანატრი საშუალება მისცემოდა, გასულიყო შეთანხმებიდან, ყველასი და, ალბათ, იმათი ბრალიცაა, ჩემი ჩათვლით, ვინც ვერ შეძლო. არ მგონია, ახლა რამე გამოასწოროს. თქვენ გჯერათ, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმებაში დაბრუნდება? მე ძალიან მეპარება ეჭვი“, – აღნიშნა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები