ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დონბასში, ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენს გუნდს უკრაინელი ტყვეების სია გადავეცით. ჩვენ მოვამზადეთ ამ ხალხის სია, რომლებიც ამჟამად დონბასში, ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში იმყოფებიან.
დაახლოებით 450 ადამიანია. რა დახმარება შეუძლია აშშ-ს გაგვიწიოს?“ – განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს.
ცნობისთვის, თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს.