თამარ გაბუნია: კოვიდგადატანილი პაციენტი 30 დღეში ექვემდებარება ვაქცინაციას – აცრა უნდა ჩატარდეს ორი დოზით
“კოვიდგადატანილი პაციენტი, ჩვენი პროგრამის მიხედვით, 30 დღეში ექვემდებარება ვაქცინაციას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინა ორჯერადად უნდა ჩატარდეს.
“კოვიდგადატანილი პაციენტი, ჩვენი პროგრამის მიხედვით, 30 დღეში ექვემდებარება ვაქცინაციას და ვაქცინა უნდა ჩატარდეს ორჯერ. ჩვენ მივყვებით ორჯერ ვაქცინირების მოდელს ნებისმიერ შემთხვევაში. თუ იქნება დამატებითი რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით, შეიძლება ამის განხილვა. დღევანდელი მდგომარეობით ითვლება, რომ მყარი იმუნიტეტი მიიღწევა ორჯერ ვაქცინაციით. არის ზოგიერთი ქვეყანა, სადაც ერთხელ ვაქცინაციას იყენებენ, ჩვენს შემთხვევაში ეს არის ორჯერ ვაქცინაცია”, – განაცხადა გაბუნიამ.