სასკოლო ასაკი, 5-ის ნაცვლად, ისევ 6 წლით განისაზღვრება

   განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ დასკვნით სამუშაო შეხვედრაზე რეკომენდაცია შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც სასკოლო ასაკი 5-ის ნაცვლად, სავარაუდოდ, ისევ 6 წლით განისაზღვრება. შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, 2014-2015 სასწავლო წელი გარდამავალი პერიოდი იქნება და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეული იქნებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ყოველი შემდგომი სასწავლო წლისთვის კი სასკოლო ასაკის ბავშვებად ისინი ჩაითვლებიან, ვისაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდება. შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, სათანადო საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება დადებით შედეგს მოიტანს, ვინაიდან 5 წლის ბავშვს, ემოციური და ფსიქოსოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასკოლო მზაობა არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები