თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებისას, კორონავირუსით გარდაცვლილების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს
“გთხოვთ, მოგიწოდებთ – ატარეთ პირბადე და აიცერით”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებისას, კორონავირუსით გარდაცვლილების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
„სხვა გზა და გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან არ არსებობს. ჩვენ ვართ ომში და ამ ომში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. უნდა გავიმარჯვოთ ერთმანეთის დახმარებითა და მხარდაჭერით. დღეს ბრძოლის ხაზი თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე გადის და სწორედ ჩემზე, თქვენზე, შენზეა დამოკიდებული გავიმარჯვებთ თუ არა ამ ბრძოლაში. ნებისმიერი თემა უფერულდება იმის ფონზე, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება. მინდა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც უხილავ მტერთან ბრძოლას შეეწირა“, – განაცხადა კახა კალაძემ.