ჯონ კერი პრეზიდენტობისთვის არ იბრძოლებს
ტელეკომპანია “სი-ენ-ენის” განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ის არ იბრძოლებს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად. პოლიტიკოსის განცხადებით, მისი ამჟამინდელი თანამდებობა ბოლო იქნება და იგი აპირებს ემსახუროს ქვეყანას სახელმწიფო მდივნის პოსტზე. და ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
შეგახსენებთ, რომ 2004 წელს ჯონ კერი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა ის ჯორჯ ბუშმა დაამარცხა.