პაატა იმნაძე: იმედია, რომ 12 წლის ასაკიდან აცრა შემოდგომიდან დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოში 12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრაზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს.
იმნაძე იმედოვნებს, რომ 12 წლის ასაკიდან აცრა შემოდგომიდან დაიწყება.
„ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო 12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრა. ჩვენთანაც აღნიშნულთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოში ძალიან აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ შემოდგომიდან ჩვენთანაც დაიწყებ.
ასევე, მივესალმები ვაქცინაციის პროცესში ჩვენი პედაგოგების აქტიურობას. მასწავლებლების, დაახლოებით, 40% უკვე აცრილია და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება“, – განაცხადა იმნაძემ.