აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი „საქსტატში“
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ექსპერტები იმყოფებიან. როგორც „კვირას“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სტატისტიკის კუთხით მიღწეული შედეგების შეფასება და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილება. ექსპერტებთან ერთად ასევე განიხილება სასოფლო-სამეურნეო აღწერის კომპონენტის მოსამზადებელი მეთოდოლოგიური სამუშაოები, მათ შორის აღწერის კითხვარის სტრუქტურა და შინაარსი. ექსპერტები „საქსტატის“ თანამშრომლებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებას გაუზიარებენ და რეკომენდაციებს გაუწევენ.