ავღანეთში “თალიბანის” თავდასხმას, სულ მცირე, 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (ფოტო)

ავღანეთში ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. 1919 წლის 19 აგვისტოს ინგლის-ავღანეთს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით, დიდმა ბრიტანეთმა საბოლოოდ აღიარა ავღანეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.

ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში მსვლელობა მოეწყო, რომელიც “თალიბანის” მხრიდან სისხლიანი შურისძიებით დასრულდა.

კერძოდ, კუნარის პროვინციის ქალაქ ასადაბადში მსვლელობაში მონაწილეებს “თალიბანის” წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად, სულ მცირე, 3 სამოქალაქო პირია დაღუპული.

ასევე, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა ნანგარჰარის პროვინციაში, სამი პირი დააკავეს.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები