ირაკლი ჩიქოვანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
“დღეს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავიცერი. მიუხედავად იმისა, რომ Covid-19 გადატანილი მაქვს და ანტისხეულებიც გამომუშავებული”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია.
“დღეს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავიცერი. მიუხედავად იმისა, რომ Covid-19 გადატანილი მაქვს და ანტისხეულებიც გამომუშავებული – ვაქცინაცია აუცილებელია.
ონლაინ რეგისტრაცია მარტივად გავიარე, კლინიკაში ნაკადის მართვა მოწესრიგებულია, ყოველგვარი შეფერხების გარეშე კომფორტულ გარემოში ხდება იმუნიზაცია.
ყოველდღიურად ვირუსს ათობით ჩვენი თანამოქალაქე ეწირება, საავადმყოფოებში ინფიცირებული პაციენტების მართვა ექიმებს 24-საათიან რეჟიმში უწევთ, ყველა რესურსი ამოწურვადია, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, რომ ავიცრათ, რადგან ერთადერთი გზა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად და ვირუსის დასამარცხებლად მხოლოდ ვაქცინაციაა. გადავარჩინოთ ჩვენი სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს”,- წერს ჩიქოვანი.