სალომე ზურაბიშვილი ჰაიტიში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჰაიტიში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„შემზარავია ამბები ჰაიტიდან, სადაც ძლიერ მიწისძვრას ასობით მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები. ეს მძიმე დღეებია ჰაიტელი ხალხისთვის. სოლიდარობას ვუცხადებ მათ და გამძლეობას ვუსურვებ“, – წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.