26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი 4 თანამშრომელი დაიკითხება, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა ყოფილი უფროსის მოადგილე სვიმონ ქარჩაიძე, სხვადასხვა სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი და, აგრეთვე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გოგი ქავთარაძე.
სვიმონ ქარჩაიძე წინა პროცესზე უნდა დაკითხულიყო, თუმცა ვერ მოხერხდა. საქმის განხილვას ყოფილი პრემიერი ივანე მერაბიშვილიც დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები