არჩილ თალაკვაძე შეთანხმების ანულირებაზე: ოპონენტებს სურდათ, პოლიტიკური მეკობრეებივით მოქცეულიყვნენ

ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან. ორჯერ ერთსა და იმავე კომპრომისზე წასვლა მასთან, ვინც ომის დასრულებას ხელი არ მოაწერა, ალბათ იქნებოდა შეცდომა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ სრული პასუხისმგებლობით ასრულებდა მიშელის შეთანხმების ყველა პუნქტს. ჩვენ ბოლოს გადაგვიყვანეს ცალმხრივ რეჟიმში.

მათ სურდათ, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვესრულებინა, თვითონ კი დარჩენილიყვნენ დაპირისპირების რეჟიმში. მოუმატეს დეზინფორმაციას, პარლამენტში სურდათ ქუჩის გადმოტანა და ყველამ ნახა ის დესტრუქციული პროცესები, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ჩვენი პარლამენტის კულტურასა და ტრადიციებს.

როდესაც დავინახეთ, რომ მათ სურთ, მოიქცნენ ისე, როგორც პოლიტიკური მეკობრეები იქცევიან, ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ შეთანხმებამ თავი ამოწურა“, – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები