რატი იონათამიშვილი: გახარიამ 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ვნახე, კურდღლებივით დაიმალნენო – ეს უბინძურესი ტყუილია და რამდენი ასეთი

გახარიამ 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ვნახე, კურდღლებივით დაიმალნენო – ეს უბინძურესი ტყუილია და რამდენი ასეთი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არ გამოვა მსგავსი, პრიმიტიული და ამორალური ხერხებით ბრძოლა.

,,გახარიამ, მე წარსულზე და ყოფილ გუნდზე არაფერს ვამბობო, ანუ ღირსეულად ვიქცევიო…
ოღონდ, მანვე თქვა, 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ვნახე, კურდღლებივით დაიმალნენო – ეს წარსულზე ლაპარაკიც არ არის, ამავდროულად, უბინძურესი ტყუილია… და რამდენი ასეთი…
არ გამოვა მსგავსი, პრიმიტიული და ამორალური ხერხებით ბრძოლა, ხალხი ყველაფერს ხედავს,”- წერს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები