თამარ ტალიაშვილი: ოკუპაციისა და აგრესორი ჩრდილოელი მეზობლის პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზეა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაარსების დღეს ულოცავს.
,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვულოცავ დაარსების დღეს.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები უმაღლეს შეფასებას აძლევენ ქართული უსაფრთხოების ანტიტერორისტულ და სამშვიდობო საქმიანობას.
მსოფლიოს ერთ-ერთ რთულ რეგიონში ოკუპაციისა და აგრესორი ჩრდილოელი მეზობლის პირობებში ეს სამსახური თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზეა.
მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელს საქვეყნო საქმის ერთგულებისა და თავდადებისათვის,”-წერს თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში.