რატი იონათამიშვილი: საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ყოველწიურად სულ უფრო მაღალ დონეზე ფასდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ყოველწიურად სულ უფრო მაღალ დონეზე ფასდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 2015 წლის 1 აგვისტოდან დღემდე უსაფრთხოების სამსახურმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.
,,დღეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეა. 2015 წლის 1 აგვისტოდან დღემდე უსაფრთხოების სამსახურმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, რაც ამ სამსახურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ყოველწიურად სულ უფრო მაღალ დონეზე ფასდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.
მინდა ეს დღე მივულოცო ყველა თანამშრომელს და განსაკუთრებით, გამორჩეულ პროფესიონალს და პატრიოტ ადამიანს – გრიგოლ ლილუაშვილს,”- წერს რატი იონათამიშვილი.