რატი იონათამიშვილი: მსგავსი ტრაგიკული ფაქტები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ამის გამო არავინ კადრულობს, რომ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დისკრედიტაცია მოახდინოს

მსგავსი ტრაგიკული ფაქტები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ამის გამო არავინ კადრულობს, რომ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დისკრედიტაცია მოახდინოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ არის შურისმაძიებელი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც სინამდვილეში ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ – საქართველოს.

„„ნაცმოძრაობა“ ფაქტობრივად, სიკვდილზეა ჩასაფრებული, რომ ადამიანის გარდაცვალებაზე საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნება და პოლიტიკური დივიდენდების მიღება შეძლონ. სამწუხაროდ, მსგავსი ტრაგიკული ფაქტები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ამის გამო არავინ კადრულობს, რომ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს პოლიტიკური ჯგუფი არის შურისმაძიებელი, რომელიც სინამდვილეში ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შსს ავსტრალიელი ტურისტის საქმეზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები