ამირან სალუქვაძე: როცა დაკრძალვებს აჩვენებთ პირდაპირ ეთერში, როცა საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკად აქციეს, რომელ სიჯანსაღეზეა საუბარი
როცა დაკრძალვებს აჩვენებთ პირდაპირ ეთერში, როცა საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკად აქციეს, რომელ სიჯანსაღეზეა საუბარი, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება.
მისი თქმით, ყველა ადამიანს და ყველა პარტიას შეუძლია დღევანდელი კრიმინიგენული სიტუაციის და პოლიტიკის კრიტიკა, გარდა წინა ხელისუფლებისა.
,,მართლა? აშშ-ში? გააშუქეს იქაურ მედიაში? საელჩო ჩაერთო? ამერიკაში აღარ ჩამოხვიდეთო, მოუწოდეთ ტურისტებს?
ყველა ადამიანს და ყველა პარტიას შეუძლია დღევანდელი კრიმინიგენული სიტუაციის და პოლიტიკის კრიტიკა, გარდა წინა ხელისუფლებისა, მათი მედიებიანად, რომლებიც ადრე დავარცხნილად აშუქებდნენ და უსაფრთხო გარემოს გვილამაზებდნენ და ოცნების ყოფილი წევრებისა.
თუ კვალიფიციურად გააკრიტიკებენ და ჯანსაღად იდებატებენ, ქვეყანა მხოლოდ მოიგებს. მაგრამ როცა დაკრძალვებს აჩვენებთ პირდაპირ ეთერში, როცა ცხედრების ვიდეოებს ატრიალებენ, როცა საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკად აქციეს, რომელ სიჯანსაღეზეა საუბარი?! საინფორმაციო ტერორს ეწევით. მსოფლიო მოვლილი გაქვთ, სადმე გინახავთ მსგავსი?!,”- წერს ამირან სალუქვაძე.