„პანდემიის დროს ხელოვნებამ გადამარჩინა“…

პირველად ქარგვის ხელოვნებას სოფელში ეზიარა, სადაც დიდი ინტერესი გამოჰყავდა ხევსურული ორნამენტები. შემდეგ ჯვარედინი ქარგვის უამრავი იდეა დაიბადა. პანდემიამ კი ახალი ძალა აპოვნინა საკუთარ თავში.
როგორც ამბობს,  მაინ, როდესაც ირგვლივ მხოლოდ და გაურკვევლობა დარწოდა, იჯდა ჯავანმორგებული, საკუთარ სამყარო და ქმნიდა სილამაზეს. – ნინო გუგუტიშვილის პერსონა.
– 6-7 წლის ვიყავი, როცა სოფელში, ბებია-პაპას მეზობლად, ხევსურები დასახლდნენ და აღმოვჩნდი საოცარ ზღაპრულ სამყაროში, ვხედავდი, ჩვეულებრივი, შაქრის თეთრი ტომრები როგორ გარდაიქმნებოდა ხელოვნების ნიმუშებად. პირველად ჯვარედინი ქარგვის ხელოვნებას სწორედ იქ ვეზიარე, დიდი ინტერესითა და რუდუნებით გამომყავდა ულამაზესი ხევსურული ორნამენტები.
შემდეგ იყო საბერძნეთი, ოჯახი, 5 წლის გოგონა და გარკვეული დრო და უკვე გამზადებული კანვად წოდებული ჯვარედინი ქარგვის ამოუწურავი იდეები. მაშინ მივხვდი, რომ ზოგადად ახლის შექმნის იდეა, თვითონ შექმნის პროცესი  ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო.
– პანდემია და ქარგვა…
– პანდემია, კარანტინი და დრო, დრო, რომელსაც ამოვსება უნდოდა და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ გადამარჩინა ხელოვნებამ, რომელსაც ამ დროისათვის უკვე უდიდესი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში.
– „მზე და გოგონა“ – კოვიდმა დაგაქარგვინათ… როგორ მუშაობდით ამ ნაქარგზე?
– პანდემიის დროს, მაშინ, როდესაც ირგვლივ მხოლოდ შიში და გაურკვევლობა დაძრწოდა, მე ვიჯექი, ჯავშანმორგებული, ჩემს სამყაროში და ვქმნიდი სილამაზეს. ამ დროის შექმნილია „მზე და გოგონა“.               – საინტერესოა ცხოველების გალერეა, თუნდაც ხარი… როგორ შეიქმნა ის?
– ცოტა მოგვიანებით აღმოვაჩინე ალმასების ქარგვა მოზაიკა, თავად განსაჯეთ და, ეს პაწაწინა ალმასები, რომლებსაც ცალკე ვერც კი დაინახავ, ენით უთქმელ სილამაზეებს ქმნიან.
ისევ და ისევ პანდემიის გაუსაძლისმა პირობებმა ახალი ძალა მაპოვნინა ჩემს თავში.
მოდიოდა ახალი, 2021 წელი. მანამდე წლის სიმბოლოებს ჩვეულებრივ სავაჭრო ცენტრებში რომ ვყიდულობდი, დაკეტილი აღმოჩნდა, ჰოდა, გადავწყვიტე, წლის სიმბოლო – ხარი მე თვითონ შემექმნა ყაისნაღით, ჰოდა, გამომივიდა…. პატარა ხარუკები დღემდე თავს იწონებენ Ჩემი მეგობრების ოჯახებში.
აქვე მინდა აღვნიᲨნო, რომ მომავალი წლის სიმბოლო ვეფხვების რამდენიმე ეგზემპლარიც გავაკეთე და ისინიც, სურვილის მიხედვით, გაალამაზებენ ოჯახის ინტერიერს.
წლის სიმბოლოებს მოჰყვა ყაისნაღით და ბამბით შექმნილი თოჯინები, რაც მთავარია, ბავშვებისთვის ჯანმრთელები და უსაფრთხოები.

ჰობი
– თუ Შეიძლება, რომ ჩემს პროფესიას ასე ვუწოდო, ვაკეთებ ნემსის ეპილაციას, რომელიც, ლაზერისაგან განსხვავებით, ბევრად ჯანმრთელი და  უვნებელია ორგანიზმისთვის.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები