პაატა იმნაძე: ბიზნესი ცუდ დღეში აღმოჩნდება, თუ არ აცრიან პერსონალს, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე მოდის ინფორმაცია აქედან წასულ დაინფიცირებულ ტურისტებზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბიზნესი ცუდ დღეში აღმოჩნდება, თუ არ დაიცავენ რეკომენდაციებს და არ აცრიან პერსონალს, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე მოდის ინფორმაცია აქედან წასულ დაინფიცირებულ ტურისტებზე.
„ბიზნესის ნაწილს შემიძლია ვუთხრა ერთი, რომ ახლა აღარ დასჭირდება შეზღუდვა, შეზღუდვა ის იქნება, რომ ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესები ცუდ მდგომარეობაში ჩაცვივდებიან, იმიტომ, რომ ტურისტი რომ წავა აქედან ინფიცირებული და უკვე ბევრია ასეთი შემთხვევები, მათ შორის, ისრაელში, ქუვეითში, სინგაპურში, საიდანაც ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს, იმ სასტუმროში გამოუშვებს ვინმე იქიდან ტურისტს?“, – განაცხადა იმნაძემ.