პარტია „საქართველოსთვის” აჭარაში რეგიონული ორგანიზაციების გახსნას განაგრძობს – ოფისები დღეს შუახევსა და ხულოში გაიხსნა

პარტია „საქართველოსთვის” აჭარაში რეგიონული ორგანიზაციების გახსნას განაგრძობს – ოფისები დღეს შუახევსა და ხულოში გაიხსნა.

პარტიის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ხულოს და შუახევის ოფისები, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ირაკლი მიქელაძესთან და პარტიის წევრებთან: კონსტანტინე ანანიაშვილთან, ეკატერინე ვეფხვაძესთან და საბა ჯიქიძესთან ერთად გახსნა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია ხულოსა და შუახევში შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდა და მათ პარტია „საქართველოსთვის” პროგრამული ხედვები გააცნო.

“პარტია „საქართველოსთვის” ოფისები უკვე ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, მცხეთაში, დუშეთში თიანეთში, ხულოსა და შუახევში.
რეგიონული ორგანიზაციების გახსნა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

მსურველებს ასევე ონლაინ აქვთ შესაძლებლობა გააკეთონ განაცხადი პარტიის წევრობაზე -იხილეთ ბმული: http://forgeo.ge/ka/become-member  (იხილეთ ვიდეოინსტრუქცია: https://youtu.be/QpdN3-Rfruo)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები