დავით ქართველიშვილი სირცხვილიას წევრებს: გიორგი ნონიაშვილი ,,ფეისბუქ ჯგუფის თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების” დამფუძნებელია, სადაც ამ ქვეყნის დამხობის გეგმა იხარშებოდა

არშემდგარი ,,პრაიდის” დღეებში მე გაგაცანით დახურული ჯგუფი თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების, სადაც ამ ქვეყნის დამხობის გეგმა იხარშებოდა. ამ ჯგუფის დამფუძნებელია გიორგი ნონიაშვილი, რომელიც “ევროპულმა საქართველომ” პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად წარადგინა“, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნონიაშვილის პარტიულ თანამდებობაზე წარდგენის საკითხს.

,,არშემდგარი პრაიდის დღეებში მე გაგაცანით დახურული ჯგუფი “თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების” რეალური საქმიანობის ზოგიერთი ასპექტი. რეალური, და არა დეკლარირებული, რომელიც ასახულია ჯგუფის გვერდზე – სადაც იკრძალება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირება, პოლიტიკური ხასიათის მოწოდებები და დანარჩენი “ბლა-ბლა-ბლა”. ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოდერატორი – მოძრაობა “სირცხვილია”.

ჯგუფი აერთიანებს ნაცმოძრაობის ყველაზე აგრესიულ და რადიკალურ წევრებს. სულ ჯგუფში გაერთიანებულია – 12383 წევრი. ყველაზე პოპულარული სპიკერებია: ხოშტარია, მშვილდაძე, თუთბერიძე, მაქარაშვილი და ა.შ. – ანუ “არც ერთ პარტიასთან არ/ასოცირებული” ადამიანი. ამ ჯგუფში იხარშებოდა ამ ქვეყნის დამხობის ეტაპობრივი გეგმები: ჯერ მთავრობა, მერე მართველი პარტია, მერე ეკლესია, მერე მათი მხარდამჭერი “ორკები”. დღეს, ამ ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებლის, “სირცხვილიას” აქტივისტი – ჩრდილოვანი დახურული ჯგუფის დონიდან, ღია და საჯარო მავნებლობის დონეზე გადმოიყვანეს. დღეს “ეროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის ახალი სახე წარადგინა – გიორგი ნონიაშვილი. ის პარტიის „ანტიკორუფციულ ქსელს“ უხელმძღვანელებს. გიორგი ნონიაშვილი იყო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრი. როგორც ჩანს, დახურულ ჯგუფში შემუშავებულ, საქართველოს დაშლის გეგმების ხორცშესხმას – ღია პოლიტიკურ სივრცეში დღეს უკვე “ევროპული საქართველო” ჩაუდგება ავანგარდში, რაც მათი გათვლით, პარტიის ნულოვან რეიტინგს 3-5%-იან ნიშნულამდე მაინც წამოწევს-” წერს facebook – ზე დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები