ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს კანდიდატს თბილისში და არცერთ მუნიციპალიტეტში არ ეყოლება ალტერნატივა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის” დღის წესრიგია ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც ვერ ეღირსებით

“ჩვენს კანდიდატს თბილისში, არცერთ ქალაქში, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ეყოლება ალტერნატივა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი როგორც დედაქალაქში, ისე ყველა ქალაქში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ნაციონალურ მოძრობას”, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას”, ვინაიდან სხვა პარტიები, როგორც ვუყურებთ, აღარ ჩანს, არავითარი დღის წესრიგი არ გააჩნიათ, გარდა ერთისა, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც თქვენ ვერ ეღირსებით, ეს ერთი მინდა იცოდეთ”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები