შალვა პაპუაშვილი – ბოკუჩავაზე: ქალბატონ თინას 2 მანდატური ვერ აკავებდა, არასწორია სქესს ამოფარება

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ ჩაშლილ სხდომაზე საუბარს მოჰყვა.

ოპოზიციამ შალვა პაპუაშვილისგან განმარტებები მოითხოვა მისი ქმედების გამო, როცა მან ტრიბუნისკენ მიმავალი თინა ბოკუჩავა ხელში აიყვანა და ტერიტორიას გაარიდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დეპუტატის ქმედება ქალზე ძალადობაა, რასაც თავად შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

“ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც 2 მანდატური ვერ აკავებდა. ეს არასწორი ქმედებაა, ამოფარება სქესს, რომ აგრესია და ყველაფერი ეპატიება. რატომ უსვამთ ხაზს. ეს იყო არა თუ ჩემი უფლება, არამედ მორალური ვალდებულება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ქალზე ძალადობა არის იღლიებში ხელის ამოდება და ეს უნდა იცოდეთ, ბატონო შალვა, ლექტორი ბრძანდებით და სტუდენტებთან შედიხართ. რანაირად არ იცით?! თინას ვერ ერეოდა ორი მანდატური და თქვენ მოერიეთ?”, – მიმართა კითხვით შალვა პაპუაშვილს ხატია დეკანოიძემ.

“ზუსტად”, – უპასუხა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ასევე, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა, უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ის, ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები