ყაველაშვილი – მელიაზე: მე არ მახსოვს მისი გამარჯვება, ის ყოველთვის დამარცხებულია
„ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ნიკა მელია ყოველთვის დამარცხებულია.
ყაველაშვილმა თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ნიკა მელიას შანსები შეაფასა და აღნიშნა, რომ ვერცერთი მისი დაპირება ვერ შესრულდა.
„მე არ მახსოვს მისი გამარჯვება. ის ყოველთვის დამარცხებულია. დამარცხებულია ასევე მის ქედმაღლურ დამოკიდებულებაში სახელმწიფოსთან. რომ გავიხსენოთ, როგორ აგდებულად ესაუბრებოდა საკუთარ სახელმწიფოს – არდაჭერაზე, შეურაცხყოფაზე და ა.შ. ვერცერთი მისი დაპირება ვერ შესრულდა და ვერც გამოდგა ისეთი პირობა, რომ სიტყვის კაცია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.