რატი იონათამიშვილი: საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

“საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოში მთავარი გამოწვევა არის გადატვირთულობა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე სწრაფი პასუხების არარსებობა.

„ჩვენი პარტნიორობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ეს პროცესები უფრო მჭიდროდ განვითარდება.

ჩვენი პოზიცია არის, რომ სასამართლოში მთავარი გამოწვევა, რაც დღეს არსებობს და რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, არის სასამართლოს გადატვირთულობა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე სწრაფი პასუხების არარსებობა. აქედან გამომდინარე, ამ პროცესიდან ერთ-ერთი მთავარი გამოსავალია, გაიზარდოს, ერთი მხრივ, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც, ზოგადად, არჩევას ნიშნავს. მეორე მხრივ, მეტი მოსამართლე იყოს აღჭურვილი მანდატით, რომ მან უფრო სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და საქმეების სიჭარბე სასამართლოებში განტვირთოს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიშის განცხადებით, რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს და საქართველოს მიერ უკან გადადგმული ნაბიჯების გამო შეწუხებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები