ირაკლი ღარიბაშვილი: მე არაერთხელ შევხვედრივარ პრეზიდენტ ბაიდენს, ის იცნობს საქართველოს და ამ რეგიონს; ეს დიდი უპირატესობაა
“საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტში ატლანტის ოკეანის იქით, შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ დაამყარა კავშირი ევროკავშირში თავის კოლეგებთან და პრეზიდენტ პუტინსაც შეხვდა შეერთებული შტატების გლობალური ჩართულობის განახლებულ ფორმატში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე არაერთხელ შევხვედრივარ პრეზიდენტ ბაიდენს. ის იცნობს საქართველოს და ამ რეგიონს. ეს დიდი უპირატესობაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტში და, თავის მხრივ, პოზიტიური მოვლენაა მთელი რეგიონისთვის”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.