პარლამენტის კულტურის კომიტეტში სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობასა და სმეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ იმსჯელეს.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ვისაუბრეთ კულტურული დიპლომატიის მიმართულებებსა და მნიშვნელობაზე, რომელზეც კულტურის კომიტეტმა უნდა იმუშაოს მომავალში.
ვიმსჯელეთ სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს შექმნის თაობაზე”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.