ლალი ტურძელაძე: ბავშვი იყო აპარატზე, დღეს კარგად არის, სამწუხაროდ, დედა ვერ გადარჩა

“მიუხედავად 1-თვიანი ინტენსიური მკურნალობისა, ვერ გადარჩა”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ კოვიდინფიცირებულ ქალთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საკეისრო კვეთის შემდეგ გართულებებით გარდაიცვალა.

როგორც ლალი ტურძელაძემ “კურიერთან” აღნიშნა, ქალი კლინიკაში 15 ივნისს შევიდა, კორონავირუსის ძალიან მძიმე ფორმით – მისი ფილტვების დაზიანება 22 ქულით შეფასდა.

“ბავშვი იყო აპარატზე და გადარჩა, დღეს კარგად არის, მოხსნილია აპარატიდან. სამწუხაროდ, დედა, მიუხედავად 1 თვის ინტენსიური მკურნალობისა, ვერ გადარჩა, რაზეც ძალიან ვწუხვართ ყველა,” – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები