ადამ კინზინგერი: ჩვენ ვიყავით კრიტიკულები – ახლა როგორც ჩანს, პროგრესი მცირდება და საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებებს
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და მის ნათქვამს ციტირებს „ღარიბაშვილი – არასდროს მსმენია, ევროპას, აშშ-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის მართლმსაჯულება გაეკრიტიკებინა“ – ციტირებს კინზინგერი და პასუხობს:
„ეს სრული სიცრუეა. ჩვენ კრიტიკულები ვიყავით და ხშირად. ახლა როგორც ჩანს, პროგრესი იკლებს და საქართველოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებებს“, – წერს კინზინგერი.
