თინა ბოკუჩავა და შალვა პაპუაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პარლამენტში, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან გამოიყვანა.
აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
შეგახსენებთ, გომელაურს მოხსენებით გამოსვლის დასაწყისშივე ოპოზიციამ სიტყვა შეაწყვეტინა. ოპოზიციონერი დეპუტატები იმ ტრიბუნასთან, სადაც გომელაური იდგა, ლექსო ლაშქარავას ფოტოებიანი პლაკატებით მივიდნენ.