„პოლიტიკური გემოვნების საკითხია მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ პოლიტიკური ბოროტებისა და შურის საკითხია არ ეთანხმებოდე იმას, რასაც ის ამბობს და აკეთებს, თუ კი შენი ქვეყანა გიყვარს, თუ კი მხოლოდ პირად უმსგავსო გამორჩენაზე არ ფიქრობ“ – ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, საქართველოს, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს ჰყავს პრემიერ მინისტრი, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები.
„რამდენიმე წუთის წინ ირაკლი ღარიბაშვილი „ჯარის ქალაქის“ მშენებლობას ეცნობოდა მახათას მთაზე. ცხადია, მედიაც იქ იყო და კითხვების კორიანტელმაც არ დააყოვნა მათი მხრიდან.
იცით რა უპასუხა ბატონმა ღარიბაშვილმა?
• „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა, რომელიც მისი თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო, კვლავ უმნიშვნელოვანესი და პრიორიტულია პირადად მისთვის და ხელისუფლებისათვის! ვინმე არ ეთანხმებით? რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი საამაყო სამხედრო მოსამსახურებისა და მათი ოჯახებისთვის ბინებითა და სოციალური პაკეტებით უზრუნველყოფა. ეს ხომ სახლმწიფოს ღირსების საქმეა!
• ვაქცინაცია და კოვიდ-პანდემიის წინააღმდეგ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა! არის კი დღეს მსოფლიოში ამაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა? ცხადია ჩვენ თავსაც უნდა გავუფრთხილდეთ და სხვის სიცოცხლესაც! ადრეც მითქვამს და გავიმეორებ ამ საქმეში მაინც ვიყოთ ერთსულოვნები!
• პოლიტიკური სპეკულაციები, სანქციები, ცალკეული მედია წარმომადგენლების რადიკალურ ჯგუფებად გადაქცევა, რომ სააკაშვილის მითითებით ხდება და რუსული სცენარის განუყოფელი ნაწილია ამას დღეს ბავშვიც კი ხდება!
• საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც მოქმედებს უპირველესად თავის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე !
• რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას, ყოველთვის იყო და დარჩება თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული !
მარტო დღევანდელი კომენტარებით, რომ ვიმსჯელოთ, საქართველოს, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს ჰყავს პრემიერ მინისტრი, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები, მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი მოსახლეობა გამარჯვებული გამოვიდეს, რომელიც არ დაუშვებს რადიკალურ-რევანშისტული ძალების გაძლიერებას; ეამაყება ქართული ჯარისთვის გადადგმული თითეული ნაბიჯი და რაც შეეხება ურთიერთობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან სწორედაც, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რა თქმა უნდა ისევ და ისევ თანასწორფლებიანობისა და ურთიერგაგების პრინციპების გათვალისწინებით!
• პოლიტიკური გემოვნების საკითხია მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ პოლიტიკური ბოროტებისა და შურის საკითხია არ ეთაანხმებოდი იმას რასაც ის ამბობს და აკეთებს. თუ კი შენი ქვეყანა გიყვარს, თუ კი მხოლოდ პირად უმსგავსო გამორჩენაზე არ ფიქრობ!
p.s. ბოღმები, ტროლები,რადიკალები, უცნაური პოლიტიკური ორიანტაციის მქონე ტიპები, ტყუილად კედელზე ნუ შემომივარდებით: ან გბლოკავთ ან უბრალოდ წაგშლით, ისე გამორჩეულეულებს ერთ დღეს აუცილებლად გნახავთ, ოღონდ მერე არ დამიწყოთ, არა შენ წყენინება აზრად არ მქონდა და ასე შემდეგ…რამდენიმეს უკვე დაემართა ჩემთან შეხვედრის დროს! ხომ იცით თითქმის ყველას გიცნობთ!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.