შალვა პაპუაშვილის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით შეირჩნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პრიცედურა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა გუნდმა, მოსამართლეების არჩევის წესში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინა.

„შეცდომაა: ჯერ ამბიციური სასამართლო რეფორმა და შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა.

სწორია: ჯერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება და შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა. რაც, მოხდა კიდეც.

იქ ვიყავი. ვიცი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები