ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი, მე სამწუხაროდ, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმ დროინდელი სასმართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი

ჩვენ გვახსოვს კარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით – 2012 წლამდესასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპისკრიტიკული შენიშვნა იმ დროინდელი სასმართლოს მიმართ, რაც რა თქმაუნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი, – ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო სასამართლოსდამოუკიდებლობის და გამჭვირვალეობის კუთხით უსწრებს ევროკავშირისბევრ ქვეყანას.

„უკმაყოფილება არის გამოხატული სასამართლოსთან მიმართებაში, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დ ა.შ. მე მინდა ვთქვა, რომჩვენმა ხელისუფლებამ, როცა მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, გავაკეთეთ ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის შედეგადაცძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული სასამართლოში. ჩვენ გვახსოვსკარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით – 2012 წლამდე სასამართლო იყოჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არმომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასმართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არარის სამართლიანი. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა ჩვენ ამ პროცესსვაგრძელებთ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ ფართომასშტაბიანსასამართლო რეფორმას რომელიც არის განგრძობითი პროცესი, რომელიც არმთავრდება ერთ ან ორ დღეში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ იდეალურიდა უშეცდომონი, მაგრამ ეს არის პროცესი. ჩვენ რაც გავაკეთეთ რვა წელში, ესარის როგორც დღე და ღამე. იყო ღამე, გახდა დღე, ნათელი. მეორე – ჩვენსასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალეობის კუთხით ვუსწრებთევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას. სანდოობის მხრივ, ჩვენიმოქალაქეების მხრიდან სასამართლოს მიმართ, ვართ მოწინავე რიგებშიევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიღაცას ჰქონდესგარკვეული კითხვები და რაღაც გაუგებრობა შეიქმნას. მე ვაძლევ პირობასყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ მთავარ პარტნიორთანაუცილებლად აღმოიფხვრება და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ამასსჭირდება მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა-განმარტება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები