ია მეტრეველი: ღარიბაშვილი არის ქვეყნის ღირსეული პრემიერი, ვერაფერს მიაღწევთ მის წინააღმდეგ

ღარიბაშვილი არის ქვეყნის ღირსეული პრემიერი. მინდა ვუთხრა მის და ქვეყნის მტრებს (ნაციონალებს და მათ სატელიტ პარტიებს) , ვერაფერს მიაღწევთ, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

ია მეტრეველი ფიქრობს, რომ პრემიერს უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს და ის გაიმარჯვებს.

“ირაკლი ღარიბაშვილი არის ქვეყნის ღირსეული პრემიერი.ის არის სამაგალითო ქართველი, და  ადამიანი. მინდა ვუთხრა მის და ქვეყნის მტრებს (ნაციონალებს და მათ სატელიტ პარტიებს) , ვერაფერს მიაღწევთ, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რადგან მისი თანამოაზრეები და მხარდამჭერები გაცილებით მეტნი ვართ და საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენს საამაყო პრემიერთან ერთად”, – წერს ია მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები