ნიკოლოზ მეტრეველი: ვაფრთხილებ სააკაშვილის ბრბოს, შეწყვიტონ ჩვენს უბანში, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან თავშეყრა და ადამიანების პროვოცირება
ვაფრთხილებ სააკაშვილის ბრბოს, შეწყვიტონ ჩვენს უბანში, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან თავშეყრა და ადამიანების პროვოცირება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ასეთი განცხადება არასდროს გამიკეთებია! ვაფრთხილებ სააკაშვილის ბრბოს, შეწყვიტონ ჩვენს უბანში – ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან თავშეყრა და ადამიანების პროვოცირება. მკაფიოდ ვიცი ჩვენი უბნის მაცხოვრებლების ამ ბინძური პროვოკაციებისადმი დამოკიდებულება და რეაქცია.
აქ ცხოვრობს ათეულობით მოკლულის და მათ მიერ უმძიმესად დაზარალებული ოჯახი.
ძალიან ძვირად დაუჯდებათ მოგზავნილი ონიანის მსგავს ზონდერებს და აქ, ნაქურდალი ფულით დასახლებულ კურდღელ-წამქეზებელ, მერაბიშვილ-უგულავა-თარგამაძეებსაც, შიშით დაცვის გარეშე ცხვირს რომ ვერ ჰყოფენ უბანში, ეს თავგასულობა!