მარინა კალიურანდი: არსებობენ განსხვავებული პარტიები და გასხვავებული შეხედულებები, მაგრამ დეპუტატებმა სახელმწიფოებრივი აზროვნებით უნდა იხელმძღვანელონ
არსებობენ განსხვავებული პარტიები და გასხვავებული შეხედულებები, მაგრამ რაღაც მომენტში დეპუტატებმა უნდა იხელმძღვანელონ სახელმწიფოებრივი აზროვნებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის, არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად არის ორგანიზებული.
მისი თქმით, ოპოზიცია უნდა მიჰყვეს ეთიკურ ნორმებს და სტანდარტებს.
„უმთავრესი არის, რომ ისინი არჩევნების დროს ხალხის მიერ გადაცემულ მანდატს სერიოზულად უნდა მიუდგნენ. ასევე, ოპოზიცია უნდა მიჰყვეს ეთიკურ ნორმებს და სტანდარტებს. ევროპარლამენტმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ თუ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ, მაშინ არჩეულმა დეპუტატებმა უნდა აიღონ მანდატი. ბოიკოტის ადგილი არ არის იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტული პარტია უკმაყოფილოა შედეგებით. თანამედროვე მომწიფებული დემოკრატია ასე რა მუშაობს. სწორედ ამიტომ ვითხოვდი ასე დაჟინებით, პარლამენტის ყველა წევრისგან მანდატის მიღებას.პ ასუხისმგებლობა და უფლებები ერთად არსებობენ და იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური აქტორი ამას მიხვდება და ისინი ერთად იმუშავებენ იმ დღის წესრიგზე, რომელიც რეფორმების წინ წაწევას და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას ითვალისწინებს, რაც უკეთესია ქვეყნისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. არსებობენ განსხვავებული პარტიები და გასხვავებული შეხედულებები, მაგრამ რაღაც მომენტში დეპუტატებმა უნდა იხელმძღვანელონ სახელმწიფოებრივი აზროვნებით“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.