თამარ ტალიაშვილი: თუ ოპოზიციის დღის წესრიგი ისაა, რომ ახლავე ჩაანაცვლოს მოქმედი მთავრობა არჩევნების შედეგებისგან დამოუკიდებლად, ეს დემოკრატიის მთელ იდეას თავდაყირა აყენებს

“თუ ოპოზიციის დღის წესრიგი ისაა, რომ ახლავე ჩაანაცვლოს მოქმედი მთავრობა არჩევნების შედეგებისგან დამოუკიდებლად, ეს დემოკრატიის მთელ იდეას თავდაყირა აყენებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ონლაინ-კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, სტაბილურობას რეგიონისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„თუ ოპოზიციის დღის წესრიგი ისაა, რომ დაუყოვნებლივ, ახლავე ჩაანაცვლოს მოქმედი მთავრობა არჩევნების შედეგებისგან დამოუკიდებლად, დემოკრატიის მთელ იდეას თავდაყირა აყენებს. მინდოდა, ყურადღება გამემახვილებინა იმ არგუმენტებზე, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია მოცემული. ჩვენ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერით შევთანხმდით პარლამენტში შესვლასა და საპარლამენტო საქმიანობაში სრულ მონაწილეობაზე, ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე. სტაბილურობას ამ რეგიონისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები