რატი იონათამიშვილი: სანქციების ინტერესი აქვთ მხოლოდ რუსეთსა და „ნაცმოძრაობას“
“სანქციების ინტერესი აქვთ მხოლოდ რუსეთსა და „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სანქციებზე სახელმწიფო დეპარტამენტი არ საუბრობს.
„სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ წინასწარ სანქციებზე არ საუბრობს მაშინ, როცა ოპოზიციის რადიკალური ჯგუფები ამბობენ, რომ აშშ სანქციებზე წინასწარ საუბრობს. ეს ფარდას ხდის იმ რეალობას, რაც არის – სინამდვილეში, სანქციების ინტერესი აქვთ მხოლოდ რუსეთსა და „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენი პარტნიორებისა და ხელისუფლების მიზანი თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.