ჯიმ რიში: ვლოცულობ ბატონ ლაშქარავასა და მისი ოჯახისთვის, თავდასხმები ჟურნალისტების, ტურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საქართველოში დასაგმობია
სენატორი ჯიმ რიში ,,ტვ პირველის” ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, საქართველომ უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა – მოძალადე დამნაშავეებს.
„თავდასხმები ჟურნალისტების, ტურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საქართველოში დასაგმობია. ვლოცულობ ბატონ ლაშქარავასა და მისი ოჯახისთვის. ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. საქართველომ უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა – მოძალადე დამნაშავეებს“, – წერს სენატორი ჯიმ რიში ,,ტვიტერზე”.
,,ტვ პირველის” ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა მიერ გამართულ აქციაზე მედიის ათეულობით წარმომადგენელთან ერთად დაშავდა. ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად მას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.